ცივ ზამთარში უსახლკაროდ, სიცივეში გავატარე .. გაზაფხულსაც მოველოდი, იმაზე ცუდს შევეყარე, მზეს ველოდი, მზის მაგივრად, ვხედავ მთვარე ამოსულა, სადაც რომ ვარდი დავთესე, იქ ეკალი ამოსულა, მე მაისი მარტად მექცა, მერცხლის ნაცვლად ჩხავის ყვავი, გაღმა გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ჩამეძირა ნავი, ბულბულის გალობა მესმა, მისმა ენამ გამახარა, ჩემს მებაღეს ვარდი ვთხოვე, მან ეკალი მომაყარა